მთავარი / CSR პროექტები / აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები ქუთაისში

აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები ქუთაისში

#აუტიზმი #ადაპტირებული # აუტიზმი # ქუთაისი # აუტისტური სპექტრი

პროექტის შესახებ

კომპანიამ „m² უძრავი ქონება“ ქუთაისის მერიასთან ერთად კომპანიის მორიგი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის შესახებ განაცხადა. m² ქუთაისში მცხოვრები აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების სარეაბილიტაციო კურსს დააფინანსებს. 

10

ჩართული ადამიანები

40

ბენეფიციარები

100 000 ლარი

პროექტის ბიუჯეტი

კომპანიამ „m² უძრავი ქონება“ ქუთაისის მერიასთან ერთად კომპანიის მორიგი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის შესახებ განაცხადა. m² ქუთაისში მცხოვრები აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების სარეაბილიტაციო კურსს დააფინანსებს. „m² უძრავი ქონებისა“ და ქუთაისის მერიის თანამშრომლობის შედეგად სრულად დაფინანსდება აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე 40 ბენეფიციარის სარეაბილიტაციო კურსი ერთი წლის განმავლობაში. სოციალური პროექტის ბიუჯეტი 225 000 ლარია. მისი განხორციელებისთვის ქუთაისის ბიუჯეტში 125 000 ლარია გათვალისწინებული, ხოლო „m² უძრავი ქონება“ პროექტს 100 000 ლარით დააფინანსებს.

 

m²-ის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ძირითადი მიმართულებები გარემოზე ზრუნვა, ადაპტირებული გარემოს შექმნა, განათლების მხარდაჭერა და ქალთა გაძლიერებაა. ყველა ამ მიმართულებით კომპანია მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს, რომელთა ჯამურმა ბიუჯეტმაც 2017 წელს მილიონ ლარს მიაღწია.

ვებგვერდი
მიმართულება

ადაპტირებული გარემო

პროექტის სტატუსი

დასრულებული

პროექტის დაწყება/დასრულების თარიღი

22.დეკემბერი.2017 / 10.ოქტომბერი.2019

შეაფასეთ პროექტი

ხდკ

მედია ოთახი

იხილე ყველა