მთავარი / კომპანია m²-ის სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგია

კომპანია m²-ის სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგია

დეველოპერულმა კომპანია m²-მა სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით პროექტები 2014 წლიდან დაიწყო. 2014 წლიდან დღემდე ჩამოყალიბდა 5 ძირითადი სფერო, რომელშიც კომპანია ამ დროისათვის 7 მსხვილ პროექტს ახორციელებს. სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით კომპანიას 1 მლნ ლარზე მეტი აქვს დახარჯული.
alt geo

მისია

დეველოპერული კომპანია m²-ის სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის მიზანია m²-ის ყველა მიდინარე და სამომავლო დეველოპერული პროექტების ფარგლებში იზრუნოს კომფორტული, ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს შექმნაზე. 

შესაბამისად, კომპანია აქცენტს აკეთებს ხუთ სფეროზე:

მიღწევები

დღესდღეობით ქვეყანაში ელექტროდამტენების ქსელის განვითარებასთან ერთად ელექტრომობილების რაოდენობამ მოიმატა; m²-ის მიერ აშენებული ყველა კომპლექსი ენერგოეფექტური და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის; მთაწმინდის ნახანძრალი ფერდობი ამჟამად სრულად გასუფთავებულია და ახალი ხე-მცენარეების ჩარგვა და მათი მოვლა მიმდინარეობს.

მიმართულებები

2017 წლიდან m² კლუბ „ლელო სარასენსის“ სპონსორია. 2018 წლიდან კი კომპანია საფეხბურთო კლუბ „თელავის“ გენერალური სპონსორი ხდება.
გარემოს დაცვის მიმართულებით კომპანია m² უძრავი ქონება რამდენიმე მსხვილ პროექტს 2016 წლიდან ახორციელებს. მათგან ყველაზე მასშტაბური მთაწმინდის ნახანძრალი ფერდობის სრულად აღდგენა და გატყევებაა.
განათლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფეროა, რაშიც m² აქტიურადაა ჩართული. 2018 წელს გარემონტდა და მოეწყო ეროვნული ბიბლიოთეკის მე-2 კორპუსში ვაჟა-ფშაველას სამკითხველო-მუზეუმი.
2016 წელს m² შეუერთდა ქალთა გაძლიერების პრინციპებს ბიზნესსა და საზოგადოებაში.
საოჯახო ტიპის სახლის მშენებლობის მიზანია, რომ ბავშვები ოჯახურ გარემოში გაიზარდონ და განვითარებისთვის იდეალური პირობები ჰქონდეთ.

testimonials

Instagram Feed#m2csr