სამშენებლო სფეროს პროფესიონალი კადრებით შევსებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სამშენებლო პროფილის ახალი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება აშენდება.
სამშენებლო სფეროს პროფესიონალი კადრებით შევსებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სამშენებლო პროფილის ახალი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება აშენდა.
კოლეჯი, დუალური საგანმანათლებლო პროგრამებით წელიწადში 200-ზე მეტ სტუდენტს მოამზადებს და მსურველებს ასევე შესთავაზებს 20-ზე მეტ მოკლევადიან პროფესიულ კურსს საინჟინრო მიმართულებით. კოლეჯის ბაზაზე არსებული საერთო საცხოვრებელი სხვა მუნიციპალიტეტის მოსახლეობასაც უმასპინძლებს. სწავლება მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ კურსს, რომელიც m²-ის ობიექტებზე ჩატარდება. კურსდამთავრებულთა დიდ ნაწილსაც m² და მისი შვილობილი კომპანია BK Construction საკუთარ მშენებლობებზე დაასაქმებს.
პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში, გრძელდება რეგიონებში პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და საჯარო-კერძო პარტნიორობის ფორმატის გამოყენებით სწავლების ხარისხის გაუმჯობესება. განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობა, როგორც სამინისტროსთვის, ასევე m²-ისთვის, ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რადგან კომპანიის მიზანს საკუთარ პროექტებში მხოლოდ პროფესიონალების დასაქმება წარმოადგენს, რასაც ახალი პროფესიული კოლეჯის დაფუძნებაც შეუწყობს ხელს.
განათლება
დასრულებული
10.ივლისი.2017 / 30.ნოემბერი.2018
შეაფასეთ პროექტი