კომპანია „m² უძრავი ქონება“ გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური შეთანხმების ერთობლივ ინიციატივას - ქალთა გაძლიერების პრინციპებს შეუერთდა. აღნიშნული გადაწყვეტილება „m² უძრავი ქონების“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ კონფერენციის ,,ქალთა გაძლიერების პრინციპები: თანასწორობა ნიშნავს ბიზნესს“ დასრულების შემდეგ ხელმოწერით დაადასტურა.

კონფერენციაზე, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციისა (UN Women) და არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“ („სიდა“) მიერ იყო ორგანიზებული, „m² უძრავი ქონების“ გენერალური დირექტორის მოადგილე მოხსენებით წარდგა. შორენა დარჩიაშვილმა სხვა კერძო კომპანიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს „m² უძრავი ქონების“ გენდერული პოლიტიკა და სამომავლო გეგმა გააცნო. მან კომპანიის მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობაზე ისაუბრა.