კომპანია „m² უძრავი ქონების“ დაფინანსებით სახელმწიფოს მზრუნველობაში მყოფი, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის საოჯახო ტიპის სახლის მშენებლობა დაიწყო.
კომპანია „m² უძრავი ქონების“ დაფინანსებით სახელმწიფოს მზრუნველობაში მყოფი, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის საოჯახო ტიპის სახლის მშენებლობა დაიწყო.
აღნიშნული მშენებლობა პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დაცვა“ ფარგლებში მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 2015 წლიდან ახორციელებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით. პროექტის მიზანია შეიქმნას მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობების ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთათვის სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურებები, სადაც შესაძლებელი იქნება ოჯახურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში მოვლა, აღზრდა და მათი ინდივიდუალური განვითარებისათვის საჭირო მომსახურებების მიწოდება.
აღნიშნული საოჯახო ტიპის სახლი დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე შენდება. მშენებლობის დასრულების შემდეგ ამ სახლში მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობებისა და ჯანმრთელობის მქონე 7 ბავშვი იცხოვრებს.