კომპანია „E-Space“, მისი გენერალური პარტნიორის „m² უძრავი ქონების“ მხარდაჭერით, ქვეყანაში ელექტრომობილების ინფრასტრუქტურას შექმნის, რაც 2017 წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 100-მდე ელექტრო-დამტენი სადგურის დამონტაჟებას გულისხმობს.
„m² უძრავი ქონება“ თავისი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ყოველთვის ზრუნავდა გარემოზე ენერგოეფექტური კომპლექსების მშენებლობით. კომპანია უკვე ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას უჭერს მხარს და ხდება „E-Space“-ის გენერალური პარტნიორი საქართველოში ელექტრომობილების დამტენი სადგურების ქსელის შექმნის საკითხში.
დამტენი სადგურების რაოდენობის ზრდა საქართველოში დაასტიმულირებს ქვეყანაში ელექტრომობილების რაოდენობის ზრდას, რაც ეკოლოგიურ სიტუაციას გააუმჯობესებს. სოციალური კამპანიის „მეტი ჟანგბადი ქალაქს“ ფარგლებში m² კომპანია „E-Space“-თან ერთად 2017 წლის განმავლობაში ხელს შეუწყობს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის პოპულარიზაციას საქართველოში.
ეკო სისტემა
დასრულებული
25.ნოემბერი.2016 / 11.ივნისი.2018
შეაფასეთ პროექტი