კომპანია „m² უძრავი ქონება“ საფეხბურთო კლუბ „თელავის“ გენერალური სპონსორი გახდა. შეთანხმებას ხელი m²-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ და კლუბ „თელავის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ვაშაკიძემ დღეს მოაწერეს.
კომპანია „m² უძრავი ქონება“ საფეხბურთო კლუბ „თელავის“ გენერალური სპონსორი გახდა. შეთანხმებას ხელი m²-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ და კლუბ „თელავის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ვაშაკიძემ დღეს მოაწერეს. ღონისძიებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და ქალაქ თელავის მერი შოთა ნარეკლიშვილი ესწრებოდნენ.
კომპანია m²-ის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ადგილობრივი სპორტული კლუბების მხარდაჭერაა. m²-ის მიზანია თელავის საფეხბურთო კლუბს დაეხმაროს ახალი ტალანტების მოძიებასა და უმაღლეს ლიგაში დაწინაურებაში.