მთავარი / მედია ოთახი / m²-მა სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კიდევ ერთი პროექტი განახორციელა

m²-მა სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კიდევ ერთი პროექტი განახორციელა

#ადაპტირებული # ადაპტირებული გარემო # ხელმისაწვდომი გარემო

24.06.2014

დეველოპერულმა კომპანიამ m² უძრავი ქონება სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, დააფინანსა ვაჟა-ფშაველას გამზირის ადაპტაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. 

დეველოპერულმა კომპანიამ m² უძრავი ქონება სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, დააფინანსა ვაჟა-ფშაველას გამზირის ადაპტაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

ხსენებული ადაპტაციის ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ტროტუარები და გადასასვლელები ჯამში 184 პანდუსით აღიჭურვება. პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა m²-ის ფინანსური მხარდაჭერით, სოციალური პროექტის "სიცოცხლის ხე" კოორდინაციითა და ჯგუფის "სოცკოდექსი" ინიციატივით.

კომპანია m²-ის მიზანია, ყველა მიმდინარე და სამომავლო დეველოპერული პროექტის ფარგლებში, იზრუნოს ადამიანებისთვის კომფორტული, ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს შექმნაზე, მათ შორის შ.შ.მ. პირებისთვის გარემოს ადაპტაციაზე.

tools

მსგავსი სიახლეები

იხილე ყველა