მთავარი / CSR პროექტები / კომპანია m²-მა სამშენებლო კოლეჯი "კონსტრუქტ2" გახსნა

კომპანია m²-მა სამშენებლო კოლეჯი "კონსტრუქტ2" გახსნა

#განათლება #კოლეჯი # პროფესიული განათლება # კონსტრუქტ2 # ზესტაფონი

პროექტის შესახებ

11 მოკლევადიანი პროფესიული პროგრამით კოლეჯი 600-მდე სერტიფიცირებულ სპეციალისტს, ხოლო სახელმწიფო პროგრამით კი, დიპლომირებულ შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების სპეციელისტებს მოამზადებს ყოველწლიურად. პროექტის ფარგლებში კოლეჯი 50-მდე აკადემიურ და 30-მდე ადმინისტრაციულ კადრს დაასაქმებს.

ჩართული ადამიანები

ბენეფიციარები

3 000 000 GEL

პროექტის ბიუჯეტი

სამშენებლო კოლეჯი, რომელიც 2019 წლიდან პირველ ნაკადს მიიღებს, -ის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტია, რომელიც საგანმანათლებლო მიმართულების გაძლიერებით სამშენებლო სფეროს განვითარების გარდა, მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების კუთხით. კოლეჯი ახალგაზრდებს მისცემს საშუალებას, შესაძლებლობები სწორი გზით მიმართონ და საკუთარი საქმის პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ.

"ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენთან მოსულმა ადამიანებმა უმაღლესი სტანდარტის თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილებაც მიიღონ და შრომის ბაზარზე უკონკურენტო სამუშაო ძალად იქცნენ. გვჯერა, რომ ძალიან მალე კოლეჯი საერთაშორისო მნიშვნელობის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება გახდება, რაც მნიშვნელოვანი სტიმულია სამშენებლო სფეროთი დაინტერესებული სტუდენტებისთვის და ამასთან, დროული და საჭირო ნაბიჯი სფეროს განვითრებისთვის ქვეყანაში", - ამბობს ირაკლი ბურდილაძე, -ის გენერალური დირექტორი.

ბკ ქონსთრაქშენი სამშენებლო კოლეჯი კონსტრუქტ2-ის თანადამფუძნებელია. ბკ ქონსთრაქშენი (რებრენდინგამდე ცნობილი როგორც ბკ კაპიტალი) -ის შვილობილი კომპანია გახდა 2017 წელს, როდესაც დეველოპერულმა კომპანია -მა სამშენებლო მენეჯმენტის მიმართულების განვითარება დაიწყო.

ვებგვერდი
https://construct2.ge/
მიმართულება

განათლება

პროექტის სტატუსი

დასრულებული

პროექტის დაწყება/დასრულების თარიღი

10.ივლისი.2017 / 00..0000

შეაფასეთ პროექტი

ხდკ