მთავარი / მედია ოთახი / კომპანია m² სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად 150 000 ლარს გამოყოფს

კომპანია m² სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად 150 000 ლარს გამოყოფს

#13 ივნისი # ქველმოქმედება tag

25.06.2015

საქართველოს ბანკმა და მის ჯგუფში შემავალმა კომპანიებმა (m² უძრავი ქონება, Evex, იმედი L, ალდაგი) 13 ივნისს სტიქიით დაზარალებულთა დახმარების მიზნით 1,3 მილიონი ლარის მობილიზების გადაწყვეტილება მიიღეს. 

საქართველოს ბანკმა და მის ჯგუფში შემავალმა კომპანიებმა (m² უძრავი ქონება, Evex, იმედი L, ალდაგი) 13 ივნისს სტიქიით დაზარალებულთა დახმარების მიზნით 1,3 მილიონი ლარის მობილიზების გადაწყვეტილება მიიღეს. ამ ინიციატივის ფარგლებში დეველოპერული კომპანია m² უძრავი ქონება სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად შექმნილ ანგარიშზე 150 000 ლარს გადარიცხავს. მერიასთან ერთობლივი გადაწყვეტილებით, აღნიშნული თანხა სრულად მოხმარდება სტიქიით დაზარალებულთა მუდმივი საცხოვრებლით უზრუნველყოფას. თბილისის მერია სისტემატიურად განათავსებს 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულთა დახმარების მიზნით მობილიზებული ამ და სხვა თანხების ათვისების დეტალურ ანაგარიშს ვებგვერდზე: http://help.tbilisi.gov.ge

tools

მსგავსი სიახლეები

იხილე ყველა