m²-ის პირველი სარაგბო ფესტივალი

2018-05-28

კომპანიამ „m² უძრავი ქონება“ რაგბიში საბავშვო ფესტივალი ჩაატარა, რომელსაც „ლელო არენამ“ უმასპინძლა. 

კომპანიამ „m² უძრავი ქონება“ რაგბიში საბავშვო ფესტივალი ჩაატარა, რომელსაც „ლელო არენამ“ უმასპინძლა. ფესტივალში მონაწილეობა 11-12 წლის მორაგბეებისგან დაკომპლექსტებულმა 8 გუნდმა მიიღო. მათ შორის იყვნენ: „ლელო“, „აკადემია“, „არმაზი“ „ხარები“, „თბილისი“, „წიქარა“ და "ვეფხვები“. ფესტივალის გამარჯვებული კი გუნდი „ლელო" გახდა.

ქართული საკლუბო რაგბის მხარდაჭერა კომპანია m²-მა 2017 წლიდან დაიწყო, როდესაც კომპანია ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული და ტიტულოვანი რაგბის კლუბის „ლელო სარასენსის“ სპონსორი გახდა. m²-ფესტივალი წელს პირველად ჩატარდა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ის ტრადიციულ სახეს მიიღებს.