m²-ის მხარდაჭერით ყაზბეგის გამზირზე სკვერი მოეწყობა

2017-09-28

საბურთალოს რაიონის გამგეობას და დეველოპერულ კომპანია ”m² უძრავი ქონება”-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

საბურთალოს რაიონის გამგეობას და დეველოპერულ კომპანია ”m² უძრავი ქონება”-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი მიზნად საბურთალოს რაიონის ტერიტორიაზე, ყაზბეგის გამზირზე №9ა კორპუსის მიმდებარედ მოსახლეობისთვის სკვერის მოწყობას ისახავს.

მემორანდუმს ხელი საბურთალოს რაიონის გამგებელმა, ბექა მიქაუტაძემ და კომპანია “m² უძრავი ქონების” გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ბურდილაძემ მოაწერეს.

სკვერში ბავშვებისათვის საქანელები დამონტაჟდება. ძველი სკამები კი ახლით შეიცვლება. სკვერში ასევე მთლიანად შეიცვლება და კეთილმოეწყობა საფარი.

კომპანია m²-ის მისიაა შექმნას ცხოვრების უკეთესი ხარისხი საქართველოში. ამჯერად, საბურთალოზე, ყაზბეგის გამზირის მოსახლეობისთვის შექმნის სივრცეს უკეთესად დასვენებისთვის.