m² იპოდრომთან - მობინადრეებმა კომპლექსის მიმდინარე ტერიტორია გაამწვანეს

2015-05-25

23 მაისს, საცხოვრებელი კომპლექსის m² იპოდრომთან მობინადრეებმა მონაწილეობა მიიღეს თავიანთი ეზოს გამწვანების პროცესში.

23 მაისს, საცხოვრებელი კომპლექსის m² იპოდრომთან მობინადრეებმა მონაწილეობა მიიღეს თავიანთი ეზოს გამწვანების პროცესში. მათ კვალიფიციურ პერსონალთან ერთად დარგეს კვიპაროსები, მარადმწვანე დეკორატიული ბუჩქები და სუროები.

m²-ის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სწორედ გარემოს დაცვაა, ამიტომ კომპანია მუდმივად ზრუნავს თავისი საცხოვრებელი კომპლექსებისა და სხვა ტერიტორიების გამწვანებაზე.