m²-მა სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კიდევ ერთი პროექტი განახორციელა
2014-06-24
დეველოპერულმა კომპანიამ m² უძრავი ქონება სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, დააფინანსა ვაჟა-ფშაველას გამზირის ადაპტაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.
დეველოპერულმა კომპანიამ m² უძრავი ქონება სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, დააფინანსა ვაჟა-ფშაველას გამზირის ადაპტაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.
ხსენებული ადაპტაციის ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ტროტუარები და გადასასვლელები ჯამში 184 პანდუსით აღიჭურვება. პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა m²-ის ფინანსური მხარდაჭერით, სოციალური პროექტის "სიცოცხლის ხე" კოორდინაციითა და ჯგუფის "სოცკოდექსი" ინიციატივით.
კომპანია m²-ის მიზანია, ყველა მიმდინარე და სამომავლო დეველოპერული პროექტის ფარგლებში, იზრუნოს ადამიანებისთვის კომფორტული, ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს შექმნაზე, მათ შორის შ.შ.მ. პირებისთვის გარემოს ადაპტაციაზე.