50-ე დამონტაჟებული ელექტროდამტენი

2018-06-05

გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე კომპანიამ „m² უძრავი ქონება“მორიგი, რიგით 50-ე ელექტროდამტენის დამონტაჟებით აღნიშნა. აღნიშნული ელეტროდამტენი კომპლექსის „m² თამარაშვილზე“ მაცხოვრებლებს კომპანიისგან საჩუქრად გადაეცათ.

m² კომპანია E-Space-ის გენერალური პარტნიორია და ქვეყნის მასშტაბით ელექტროდამტენების ინფრასტრუქტურის შექმნას აფინანსებს. კამპანია „მეტი ჟანგბადი ქალაქს“ მიზნად ისახავს ქვეყანაში ელექტრომობილების 100 დამტენის დამონტაჟებას და ამგვარად ქვეყანაში ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის პოპულარიზაციას.

m²-ის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, კომპანია ელექტროსკუტერების პოპულარიზაციასაც ახდენს. გასულ წელს m²-ის 45-მა ახალმა მობინადრემ საჩუქრად ელექტროსკუტერი მიიღო, რომელსაც არ სჭირდება საწვავი, არ აქვს გამონაბოლქვი და აბსოლუტურად უხმოა.

კამპანიის „მეტი ჟანგბადი ქალაქს“ დაწყების დროს, ქვეყანაში მხოლოდ 50 ელექტრომობილი იყო დარეგისტრირებული. მოცემული მომენტისთვის კი მათი რაოდენობა 1000-ზე მეტია.

ელექტროდამტენები ეტაპობრივად m²-ის ყველა საცხოვრებელ კომპლექსში დამონტაჟდება და მაცხოვრებლებს საჩუქრად გადაეცემათ.