m² „სოციალური პასუხისმგებლობის ჯილდო 2018-ის მფლობელია

2018-02-27

m² უძრავი ქონება „სოციალური პასუხისმგებლობის ჯილდო 2018“-ის გამარჯვებული გახდა. დეველოპერმა კომპანიამ ჯილდო ნომინაციაში - წარმატებული პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის - მიიღო. 

m² უძრავი ქონება „სოციალური პასუხისმგებლობის ჯილდო 2018“-ის გამარჯვებული გახდა. დეველოპერმა კომპანიამ ჯილდო ნომინაციაში - წარმატებული პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის - მიიღო. პროექტი, რომელმაც პრიზი დაიმსახურა, მთაწმინდის ნახანძრალი ფერდობის აღდგენას, ადგილზე ბიომრავალფეროვანი და თვითგანახლებადი გარემოს შექმნასა და პროექტის ფარგლებში საგანმანათლებლო კამპანიას მოიცავს.

პროექტის ფარგლებში 3000 ხე-მცენარის ჩარგვასთან ერთად, m² 3 წლის განმავლობაში ნარგავების მოვლასაც დააფინანსებს. გარდა ამისა, კომპანია პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად იწყებს ხანძრის პრევენციის კამპანიას სკოლებში. დაწყებულია რისკების შემცირების კამპანია საცხოვრებელ კომპლექსებში.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის დაჯილდოების ცერემონია საქართველოში პირველად ჩატარდა. ღონისძიების ინიციატორები CSR კლუბი და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი არიან.

მასზე სულ 23 პროექტი იყო წარდგენილი, რომელიც ადგილობრივმა და საერთაშორისო პროფესიონალებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეაფასა. კონკურსი სამ ნომინაციაში სამი გამარჯვებული გამოვლინდა. m²-თან ერთად გამარჯვებული კომპანიები არიან APM Terminals Poti და კომპანია „ნატახტარი“.